იპოვე უკეთესი სამსახური

სააბონენტო ქსელის სპეციალისტი

  • მდებარეობა: ქობულეთი
  • გამოქვეყნდა 2242 დღის წინ / 1 მარ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2227 დღის წინ / 15 მარ. 2018

შპს სერვის ნეტ გრუპი აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე ხელვაჩაურსა და ქობულეთში.

სამუშაოს აღწერილობა:

  • სავალდებულო  ყოველდღიური ინსტრუქტაჟის გაცნობა/ ხელმოწერით დადასტურება;
  • ტექნიკური სამუშაოების წარმართვის განწესის შესაბამისად სამუშაოს შესრულება, განწესის შევსება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
  • დაქვემდებარებულ უბანზე არსებული სააბონენტო ხაზის (სააბონენტო  კოლოფიდან აბონენტთან შიდა ქსელის ჩათვლით) მომსახურება, ახალი აბონენტის ხაზის მოწყობა და სააბონენტო მოწყობილობების (გ/კოლოფი, ფილტრი, სპლიტერი, მოდემი, როუტერი, დეკოდერი) ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა ვადებისა და ტექ.ნორმების გათავლისწინებით;
  • აბონენტების ბინაზე მომსახურება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინსტრუქტაჟის გაწევა;
  • დაქვემდებარებულ უბანზე ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება;
  • DSL, IPTV,GPON და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
  • ახალი ტელეფონის დასადგმელად ხაზების მოწყობა, წყვილების მოკვლევის და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება;
  • დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ხაზის მომსახურების უზრუნველყოფა, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე ორგანიზაციებში, სხვადასხვა სახაზო ნაგებობებზე (სხვენში, სახურავი, ბოძებზე გ/კარადებში, გ/კოლოფებთან).
  • გატანილი სადგურის (ან კარადის) მომსახურების შემთხვევაში, ობიექტის გახსნისას და დახურვისას  სიგნალიზაციის ჩართვა/გამორთვა, საჭიროების შემთხვევაში  სადენების კროსში გადართვა;
  • მასზე რიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა.
  • საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საკაბელო ქსელის სპეცილისტის დახმარება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, სააბონენტო ქსელის სპეციალისტის სამსახურეობრივი კომპეტენცია/კვალიფიკაციის  ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

  • ტექნიკურ  სფეროში  განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო  სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV)  მისამართზე: [email protected] 2018 წლის 15 მარტის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.

შეუერთდით 19,360 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: