იპოვე უკეთესი სამსახური

ოპტიკური ქსელის სპეციალისტი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2268 დღის წინ / 6 Feb. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2245 დღის წინ / 28 Feb. 2018

შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის მომსახურების ჯგუფის დაზიანების აღმოფხვრის ქვეჯგუფში ოპტიკური ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

ანაზღაურება: გამომუშავებით.

სამუშაო აღწერილობა:

  • მოწყობილობების გამართვა/მონტაჟი;
  • მიწოდებული სერვისის გადამოწმება/ინსტრუქტაჟი;
  • აბონენტთან არსებული პრობლემის, დაზიანების აღმოფხვრა;
  • ოპერატორისთვის შესრულებულ სამუშაოზე ინფორმაციის მიწოდება, სპეც. პროგარამაში შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად;
  • აბონენტთან გაწეული მომსახურების შესაბამისი დოკუმენტაციის  გაფორმება;
  • სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების  შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის  გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
  • სამუშაო საათების დამთავრების შემდგომ შესრულებული სამუშაოს თაობაზე ოპერატორის ინფორმირება;
  • შესრულებული განაცხადების დოკუმენტაციის  გადაცემა ჯგუფის უფროსზე;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, ოპტიკური ქსელის სპეციალისტის სამსახურეობრივი კომპეტენცია/კვალიფიკაციის  ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში არასამუშაო საათებში, კომპანიის შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:

  • ტექნიკური განათლება (სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების და ქსელების საფუძვლიანი ცოდნა;
  • აუცილებელია ა/მანქანის მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება;
  • აუცილებელია საკუთარი ამტომობილის ფლობა;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: [email protected] 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

შეუერთდით 19,365 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: