იპოვე უკეთესი სამსახური

მეკაბელე

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2265 დღის წინ / 6 Feb. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2242 დღის წინ / 28 Feb. 2018

კომპანია „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას მეკაბელის პოზიციაზე საკაბელო ქსელის მომსახურების განყოფილებაში.

სამუშაო ადგილი:  თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა:

  • ყოველდღიური ტექნიკური სამუშაოების წარმართვის განაწესის გაცნობა/შესრულება;
  • საკაბელო უბანზე დაზიანებაში დაფიქსირებული ნომრების აღდგენა ვადებში, მაგისტრალური და გამანაწილებელი კაბელების დაზიანებული მონაკვეთების დაზუსტება და დაზიანებების დროული  აღმოფხვრა (ქუროების გადაერთება).
  • დაზიანების აღმოფხვრის გადამოწმება ლოკალური ქსელის  თრაბელშუთერთან;
  • სამუშაოს წარმოებისას ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და მოწყობილობების სწორად  გამოყენება  და მათი გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
  • მიმაგრებულ უბანზე ყველა სახის და ტევადობის კაბელების ტექნიკურად სწორი და ხარისხიანი ექსპლუატაცია;
  • ტელეფონის დადგმა/მოხსნის დროს გამანაწილებელ კარადაში კროსირების მავთულის შესაბამისად მონტაჟი/დემონტაჟი;
  • მიმაგრებულ უბანზე არსებული სატელეფონო ჭების დალაგება და მოწესრიგება;
  • სამუშაო უბანზე პერიოდულად სატელეფონო შახტების მდგომარეობის დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში კაბელების დალაგება/ მოწესრიგება.
  • გამანაწილებელი კარადების დალაგება და შესაბამისი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
  • ყოველდღიური განწესით დავალებული სამუშაოების შესრულების ვადებულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

  • სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;

შერჩევის ეტაპები:

  1. გასაუბრება;
  2. ტრენინგი/სტაჟირება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ  თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] 2018 წლის 31 იანვარის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის  დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

შეუერთდით 19,360 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: