იპოვე უკეთესი სამსახური

საკაბელო ქსელის ინჟინერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2262 დღის წინ / 17 იან. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2247 დღის წინ / 31 იან. 2018

შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს საკაბელო ქსელის ინჟინრის ვაკანსიას.

სამუშაოს აღწერილობა:

  • უბანზე დაზიანებული კაბელების სქემატური ნახაზების შედგენა;
  • ტელეფონოგრამების მიღება/ ადგილზე გასვლა/რეაგირება
  • სარემონტო/საავარიო ბრიგადების შესრულებული სამუშაოების (ჭების,ბოძების, კარადების, ფასადების და ა.შ. მოწესრიგება) ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობის ხარისხის შემოწმება, ნორმების დაცვით შესრულებული სამუშაოს  ჩაბარება  განწესზე ხელმოწერის დაფიქსირებით;
  • სატელეფონო ქსელის  სახაზო მოწყობილობების სწორი ექსპლუატაცია, კაპიტალური და მიმდინარე სამუშაოების   ხარისხის და შესრულების ვადების  კონტროლი;  
  • სამუშაო დღის განმავლობაში ფართო მასშტაბიანი დაზიანებებისა და ავარიების დროს(არასამუშაო საათების ჩათვლით) სასწარფო ზომების მიღება, საავარიო ბრიგადის გამოძახება, დაზიანება/ავარიის აღმოსაფხვრელად ჩასატარებელი სამოუშაოებისათვის საჭირო პირობების შექმნა, სპეც.ტექნიკით, მასალით, სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა;
  • ქსელის სახაზო მოწყობილობების და ნაგებობების ექსპლუატაციასთან და მშენებლობასთან დაკავშირებით კვალიფიციური ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში შესრულებული პროექტქების ნახაზებში ცლილების ასახვა, კორექტირებული დოკუმენტაციის ჩაბარება;
  • დემონტირებულ  კაბელებზე მუდმივი ინფორმირებულობა,  შესაბამისი წესების დაცვით,  საწყობში ჩაბარების უზრუნველყოფა;
  • სახელმძღვანელო დოკუმენტაციის  გაცნობა და მასში ასახული ინსტუქციების და ნორმების დაცვის ვალდებულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

  • უმაღლესია  განათლება (სასურველია კავშირგაბმულობის  მიმართულებით/ინჟინრის კვალიფიკაცია);
  • მსგავს  პოზიციაზე  ან/ და კავშირგაბმულობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სატელეფონო ქსელის სახაზო მეურნეობის აგების პრინციპების, სახაზო ნაგებობების კონსტრუქციების და ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმების ცოდნა;
  • კაბელის ჩადების/მონტაჟის/შეერთების ცოდნა.
  • დამაბოლოებელი მოწყობილობების/ქსელის მოწყობილობების ცოდნა;
  • ნახაზების წაკითხვის გამოცდილება;
  • ქსელის მოწყობის გამოცდილება;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
  • ა/მანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება;
  • მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა;
  • დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელობა;
  • ორგანიზებულობა/პასუხისმგებლობა;
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: [email protected] 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

შეუერთდით 19,323 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: