იპოვე უკეთესი სამსახური

ტურ-მენეჯერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2259 დღის წინ / 16 Feb. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2232 დღის წინ / 14 მარ. 2018

ტურისტული კომპანია საკურა აცხადებს ვაკანსიას შემომყვანი ტურ-მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • მიზნობრივ ბაზარბე ახალი კლიენტების მოძიება;
  • ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების მომზადება, ან არსებული პროდუქტის მორგება კლიენტის ინტერესზე;
  • მომზადებული ტურების პარტნიორებისთვის და ტურისტებისთვის შეთავაზება;
  • პარტნიორებთან ხელშეკრულების გაფორმება და მიმდინარე დოკუმენტაციის მართვა
  • მიზნობრივ ბაზარზე გაყიდვების პროცესის მონიტორინგი;
  • რეზერვაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება რეზერვაციებისთვის;
  • რეზერვაციების განხორციელების მონიტორინგი
  • აქტიური მონაწილეობის მიღება როგორც პროდუქტების შექმნაში, ასევე მარკეტინგული და პრომოციული გეგმების შედგენაში

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3-5 წელი;
  • საქართველოს და სხვა ამიერკავკასიის ქვეყნების ტურისტული პოტენციალის ზედმიწევნით ცოდნა, კურორტები, სასტუმროები, რესტორნები და ა.შ.;
  • საზღვარგარეთ ტურისტულ გამოფენებსა და შეხვედრებში მონაწილეობა.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • კლიენტის დარწმუნების უნარი;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული.

სახელფასო პირობები: კანდიდატის ანაზღაურება ცოდნის პირდაპირპროპორციულია და დამოკიდებულია გამოცდილებასა და მიღებულ ანაზღაურება შეფგება: ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან (მიღებული შედეგის შესაბამისად ბონუსი მოლაპარაკების საგანია და შეიძლება ნებისმიერი პროცენტული სიდიდე ქონდეს).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე [email protected] და აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია.

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: