იპოვე უკეთესი სამსახური

კონსულტანტი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 16 დღის წინ / 9 მაისი. 2018
    ბოლო ვადა 14 დღეში / 8 ივნ. 2018

ოპტიკური კომპანია რონიკო აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

„რონიკო“ არის ლიდერი ოპტიკური კომპანია, ქართულ ბაზარზე წარმატებული მოღვაწეობის 23-წლიანი ისტორიით. წლების მანძილზე საქართველოში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ და დავნერგეთ ოპტიკური პროდუქციით სარგებლობის კულტურა, შემოვიტანეთ უამრავი მსოფლიო ბრენდი.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მომხმარებელთან ურთიერთობა, მათთვის სხვადასხვა პროდუქტის შეთავაზება არის ნამდვილი ხელოვნება და ჩვენი ყველაზე ფართო ქსელის მეშვეობით ყოველდრიურად ვოსტატდებით ამ ხელოვნებაში.

იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ უზრუნგველყოფთ უფასო პროფესიული ტრეინინგით. შედეგად, თქვენ მოგეცემათ საშუალება დაეუფლოთ ახალ, ოპტიკოსის პროფესიას და ჩამოყალიბდეთ ბაზარზე საუკეთესო გაყიდვების სპეციალისტად.

გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს გულდასმით გაეცანით და თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავს შესაბამის კანდიდატად მიიჩნევთ, ვინაიდან ჩვენ ვაფასებთ როგორც საკუთარ, ასვე თქვენს დროსაც.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ახალ პროფესიას - ოპტიკოსი;
  • უფასო პროფესიულ ტრეინინგს;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;
  • მოჭრილ ხელფასს + ბონუსები (სტაჟირების ვადის წარმატების გავლის შემდეგ);
  • სამუშაო გრაფიკი: სრული, 6 დღიანი სამუშაო კვირა.

რას ვითხოვთ თქვენგან, აუცილებელი უნარები:

  • თვითრეალიზაციისაკენ სწრაფვა, პროფესიული განვითარების გამოკვეთილი სურვილი;
  • მიზანსწრაფულობა და პოზიტიური ენერგეტიკა;
  • თავდაჯერებულობა და მოტივირებულობა;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • სასიამოვნო ვიზუალი;
  • სიახლეების ადვილად ათვისება, ინოვაციებისაკენ მუდმივი სწრაფვა;
  • პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, უაღრესად დისციპლინირებულობა;
  • მოსმენა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა;
  • გაწონასწორებულობა;
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
  • პროდუქტის ეფექტურად პრეზენტირების უნარი;
  • მომხმარებლის მოსმენა, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების სწორი იდენტიფიცირება;
  • მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
  • ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
  • სალარო პროცედურების სწორი დაცვა;
  • კომპანიის დამტკიცებული პროცედურების/შინაგანაწესის დაცვა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილის თანხლებით, გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „კონსულტანტი“.

შეუერთდით 3,698 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: