კომპანია რეფიქსი აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-კურიერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, თვალჭრელიძის ქუჩა, ისთ ფოინთის მიმდებარედ.
სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 9:00-18:00; შაბათი 9:00-16:00.
სამუშაოს აღწერა:
- შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება;
- საკასო აპარატთან მუშაობა;
- ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება;
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ასაკი: 22-დან 35 წლამდე;
- სქესი: მამრობითი;
- მართვის მოწმობა B კატეგორია.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გამომუშავება
კომპანია “რეფიქსი”-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საღებავებისა და სამღებრო საშუალებების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და მიუთითეთ ვაკანსია - "მძღოლი-კურიერი".