იპოვე უკეთესი სამსახური

ტექნიკოს ინკასატორი

  • მდებარეობა: ქობულეთი, დუშეთი
  • გამოქვეყნდა 2092 დღის წინ / 28 ივლ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2063 დღის წინ / 25 აგვ. 2018

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox - ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 270 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. 

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს ინკასატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქობულეთი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური.

ფუნქცია-მოვალეობების აღწერა:

  • ქსელში განთავსებული ტერმინალის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მოწყობილობების გასუფთავება, დიაგნოსტიკა, საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობების ამოცვლა;
  • პროგრამული უზრუნველყოფა;
  • ტერმინალების გაინკასირება;
  • თანხის ბანკში შეტანა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • მართვის მოწმობა (ბ კატეგორია);
  • ავტომანქანა (უპირატესობა მიენიჭება მცირე ლიტრაჟიან ავტომობილს);
  • აუცილებელია უძრავი ქონებით უზრუნველყოფა
  • აუცილებელია რეგიონის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 25 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

შეუერთდით 19,360 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: