იპოვე უკეთესი სამსახური

პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2098 დღის წინ / 28 ივლ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2067 დღის წინ / 27 აგვ. 2018

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox - ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 270 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. 

სს ოპპა აცხადებს ვაკანსიას პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილების გუნდის მართვა;
  • ახალი პარტნიორული მიმართულებების/სფეროს ათვისება და განვითარება, პარტნიორების/გადახდის მიმღებების ქსელის გაფართოება;
  • ფეიბოქსის აპარატებში არსებული სარეკლამო სივრცეების განვითარება და გაყიდვების მაქსიმიზაცია;
  • კონკურენტების ქსელის პერიოდული მონიტორინგი და ანალიზი;
  • პარტნიორ კომპანიებთან ერთობლივი პროექტების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
  • განყოფილების ბიუჯეტის დაგეგმვა და დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი;
  • პერიოდული ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი, სპეციალობა: სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება
  • მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება 
  • აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობა
  • სამუშაო გამოცდილება IT პროექტების მართვის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დროის მართვის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • პრიორიტეტების განაწილების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 27 აგვისტო .

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გისურვებთ წარმატებებს!

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: