იპოვე უკეთესი სამსახური

ახალი ამბების ჟურნალისტი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2164 დღის წინ / 17 მაისი. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2153 დღის წინ / 27 მაისი. 2018

პორტალი On.ge ეძებს ახალი ამბების ჟურნალისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და მიიღებს მონაწილეობას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ-მედიის ყოველდღიურ მუშაობაში.

ჩვენთან მოსახვედრად აუცილებელია:

  • ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება;
  • კარგად იცოდეთ ინგლისური ენა (როგორც მინიმუმ თარგმნა);
  • გამართულად წერდეთ და საუბრობდეთ ქართულად;
  • მუდმივად და სიღრმისეულად იყოთ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების საქმის კურსში;
  • იზიარებდეთ ჩვენი გუნდის სტანდარტებსა და ღირებულებებს.

პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.

თქვენი კანდიდატურის განსახილველად, აუცილებელია გამოგზავნოთ თქვენ მიერ შექმნილი ორი ჟურნალისტური ნამუშევარი და CV მისამართზე: [email protected].

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ახალი ამბების ჟურნალისტი და წერილშივე, მოკლედ გვიპასუხეთ კითხვაზე: რას შემატებდით On.ge-ს?

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 27 მაისი.

შეუერთდით 19,355 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: