იპოვე უკეთესი სამსახური

ახალი ამბების ჟურნალისტი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2255 დღის წინ / 12 Feb. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2244 დღის წინ / 22 Feb. 2018

პორტალი On.ge ეძებს ახალი ამბების ჟურნალისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და მიიღებს მონაწილეობას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ-მედიის ყოველდღიურ მუშაობაში.

ჩვენთან მოსახვედრად აუცილებელია:

  • კარგად იცოდეთ ინგლისური ენა (როგორც მინიმუმ, კითხვა);
  • გამართულად წერდეთ და საუბრობდეთ ქართულად;
  • მუდმივად და სიღრმისეულად იყოთ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების საქმის კურსში;
  • იზიარებდეთ ჩვენი გუნდის სტანდარტებსა და ღირებულებებს.

ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება, რა თქმა უნდა, სასურველია, თუმცა, მთავარია, გქონდეთ ინფორმაციის მოძიება-დამუშავების უნარები და პროფესიული ზრდის სურვილი.

პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.

თქვენი კანდიდატურის განსახილველად, აუცილებელია გამოგზავნოთ თქვენ მიერ შექმნილი ორი ჟურნალისტური ნამუშევარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და CV მისამართზე [email protected]. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ახალი ამბების ჟურნალისტი და წერილშივე, მოკლედ გვიპასუხეთ კითხვაზე: რას შემატებდით On.ge-ს?

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 22 თებერვალი.

შეუერთდით 19,349 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: