იპოვე უკეთესი სამსახური

ვებ პროექტების მენეჯერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2135 დღის წინ / 21 ივნ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2124 დღის წინ / 1 ივლ. 2018
  • ხელფასი: 1,500 ლარიდან

ომედია ეძებს პროექტების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება კომპანიის დეველოპმენტის გუნდს და მონაწილეობას მიიღებს ვებ-პროექტების დაგეგმვაში, მართვასა და განხორციელებაში.

მოვალეობები:

  • დაინტერესებული პარტნიორებისთვის კომერციული და ტექნიკური შეთავაზებების მომზადება, პრე-კომუნიკაცია.
  • პროექტის ტექნიკური დავალების დაწერა, ამოცანების განსაზღვრა და კონსოლიდირება დამკვეთთან და ტექნიკურ ჯგუფთან ერთად.
  • დამკვეთისთვის კონსულტაციის გაწევა პროექტის ფუნქციონალსა და დიზაინზე.
  • არა-ტექნიკური პირების მიერ დასმული ამოცანების ტექნიკური ჯგუფისთვის მისაღებ ფორმატში კონვერტაცია.
  • პროექტის მიმდინარეობის კონტროლი და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება.
  • პროექტის დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა.

სავალდებულო კვალიფიკაცია:

  • ვებსაიტების პროექტების მართვასა და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
  • ვებსაიტების სამართავ ინტერფეისებთან მუშაობის გამოცდილება.
  • UX-ის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
  • ვებსაიტების აგებულების პრინციპების, სხვადასხვა server-side და client-side ტექნოლოგიების არსის ცოდნა.
  • ტექნიკური ინგლისურის ფლობა წერით - კარგად და ზეპირად - საკომუნიკაციოდ მისაღებ დონეზე.
  • ქართული ენის ფლობა იდეალურ დონეზე.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება 1500 ლარიდან, კვალიფიკაციის მიხედვით.
  • კომფორტული ოფისი და მეგობრული გუნდი.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • გრაფიკი: ორშაბათი—პარასკევი, 11:00-დან 19:00 საათამდე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV და საკონტაქტო ინფორმაცია გამოაგზავნოთ მისამართზე [email protected] და წერილის სათაურში მიუთითოთ “ვებ პროექტების მენეჯერი”.

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: