იპოვე უკეთესი სამსახური

მცხობელი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2081 დღის წინ / 18 ივლ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2047 დღის წინ / 20 აგვ. 2018
  • ხელფასი: 400 ლარი

სს ნიკორა ტრეიდი ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის ნიკორას, ნუგეშის, ლიბრესა და სანდეის მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

„ნიკორა ტრეიდის“ მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება,  ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. „ნიკორა ტრეიდის“ თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

ნიკორა ტრეიდი აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყინული პროდუქციის გალღობა - გამოცხობა
  • სენდვიჩების, ბუტერბროდების აწყობა
  • სამუშაო ადგილის სისუფთავის უზრუნველყოფა

გრაფიკი: 7:00 – 13:30/12:30 – 20:00 საათი, 1 დღე დასვენება.

ანაზღაურება: 400 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 591 040840

ან მობრძანდით: სავაჭრო ცენტრიქარვასლა, მე-4 სართული ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ნიკორას ნებისმიერ სუპერმარკეტში.

ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მცხობელი“.

გისურვებთ წარმატებას!

შეუერთდით 19,323 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: