სს ნიკორა ტრეიდი ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის ნიკორას, ნუგეშის, ლიბრესა და სანდეის მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.
„ნიკორა ტრეიდის“ მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. „ნიკორა ტრეიდის“ თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/
ნიკორა ტრეიდი აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სადისტრიბუციო მანქანის პროდუქციით დატვირთვა
- სავაჭრო ობიექტების მომარაგება
- სავაჭრო ობიექტიდან სხვა სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის გადატანა
- მობრუნებული პროდუქციის მოტანა საწარმოს ტერიტორიაზე
- ყუთების დასაწყობება
საკვალიფიკაცო მოთხოვნები:
- აუცილებელია მართვის მოწმობა (C კატეგორია)
- უმაღლესი განათლება (სასურველია)
- სამუშაო გამოცდილება (სასურველია)
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- შრომისმოყვარეობა
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი, მცოცავი გრაფიკი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „გამყიდველი „ექსპედიტორი“.
გისურვებთ წარმატებას!