იპოვე უკეთესი სამსახური

ექსპედიტორი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2102 დღის წინ / 18 ივლ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2068 დღის წინ / 20 აგვ. 2018

სს ნიკორა ტრეიდი ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის ნიკორას, ნუგეშის, ლიბრესა და სანდეის მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

„ნიკორა ტრეიდის“ მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება,  ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. „ნიკორა ტრეიდის“ თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

ნიკორა ტრეიდი აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სადისტრიბუციო მანქანის პროდუქციით დატვირთვა
  • სავაჭრო ობიექტების მომარაგება
  • სავაჭრო ობიექტიდან სხვა სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის გადატანა
  • მობრუნებული პროდუქციის მოტანა საწარმოს ტერიტორიაზე
  • ყუთების დასაწყობება

საკვალიფიკაცო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მართვის მოწმობა (C კატეგორია)
  • უმაღლესი განათლება (სასურველია)
  • სამუშაო გამოცდილება (სასურველია)

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • შრომისმოყვარეობა

სამუშაო გრაფიკი: 8 საათი, მცოცავი გრაფიკი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „გამყიდველი „ექსპედიტორი“.

გისურვებთ წარმატებას!

შეუერთდით 19,355 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: