სს ნიკორა ტრეიდი ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის ნიკორას, ნუგეშის, ლიბრესა და სანდეის მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.
„ნიკორა ტრეიდის“ მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. „ნიკორა ტრეიდის“ თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/
ნიკორა ტრეიდი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
- დარბაზში პროდუქციის განლაგების, ვადების კონტროლი და ჩამოწერის წარმოება;
- პროდუქტებზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახალი ფასმაჩვენებლის დაბეჭდვა და შესაბამის პროდუქტთან განთავსება;
- სავაჭრო დარბაზში აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა;
- სავაჭრო დარბაზში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- სავაჭრო ობიექტში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა (სასურველია).
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა.
ჩვენ გთავაზობთ
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ადმინისტრატორი“.
გისურვებთ წარმატებას!