იპოვე უკეთესი სამსახური

ექსპედიტორი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2240 დღის წინ / 2 მარ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2209 დღის წინ / 1 აპრ. 2018

სს „ნიკორა ტრეიდი“ ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის  „ნიკორას“, „ნუგეშის“, „ლიბრესა“ და „სანდეის“ მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 202 სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 167 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია წარმოდგენილი.

„ნიკორა ტრეიდის“ მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. „ნიკორა ტრეიდის“ თანამშრომელთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 2700-ს გადააჭარბა.  

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikoraholding.ge

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სადისტრიბუციო მანქანის პროდუქციით დატვირთვა;
  • სავაჭრო ობიექტების მომარაგება;
  • სავაჭრო ობიექტიდან სხვა სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის გადატანა;
  • მობრუნებული პროდუქციის მოტანა საწარმოს ტერიტორიაზე;
  • ყუთების დასაწყობება.

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • აუცილებელია მართვის მოწმობა (C კატეგორია);
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • სამუშაო გამოცდილება (სასურველია).

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა.

სამუშაო გრაფიკი - 8 საათი, მცოცავი გრაფიკი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე [email protected]  

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ექსპედიტორი".

გისურვებთ წარმატებას!

შეუერთდით 19,355 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: