იპოვე უკეთესი სამსახური

პრომეიდერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2313 დღის წინ / 27 ნოე. 2017
    ბოლო ვადა გავიდა 2282 დღის წინ / 27 დეკ. 2017

სს „ნიკორა ტრეიდი“ - ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის „ნიკორას“, „ნუგეშის“, „ლიბრესა“ და „სანდეის“ მაღაზიები. ამ ეტაპისათვის, კომპანია ფლობს 202 სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 167 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

„ნიკორა ტრეიდის“ მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. „ნიკორა ტრეიდის“ თანამშრომელთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 2700-ს გადააჭარბა.

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას  ქ. თბილისში, სწრაფი კვების ობიექტ „ბრავო“- ში პრომეიდერის პოზიციაზე.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikoraholding.ge

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მოხმარებლის თავაზიანი დახვედრა;
  • მომხმარებლისათვის პროდუქციის შერჩევაში დახმარების გაწევა;
  • პროდუქციის განლაგების სტანდარტების დაცვა;
  • ჰოთდოგებისა და სალათების დროულად მომზადებისა და მიწოდების უზრუნველყოფა;
  • გაყიდული პროდუქციის სალაროზე გატარება;
  • სამუშაო ადგილის სისუფთავეზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • არითმეტიკული ოპერირების უნარი;
  • რუსული ენის ცოდნა (სალაპარაკო);
  • ინგლისური ენის ცოდნა (სალაპარაკო).

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ენერგიულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე – [email protected]

შეუერთდით 19,323 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: