იპოვე უკეთესი სამსახური

უმცროსი VOIP ინჟინრის სტაჟიორი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2158 დღის წინ / 1 მაისი. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2127 დღის წინ / 31 მაისი. 2018

სატელეფონო კომპანია მაიფონი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი VOIP ინჟინრის სტაჟიორის თანამდებობაზე, დასაქმების პერსპექტივით.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალი ზარების მიღება და გამავალი ზარები განხორციელება
  • აბონენტთან გამოძახებაზე გასვლა
  • აბონენტთან არსებული სატელეფონო ხარვეზების დაფიქსირება და გამოსწორება
  • აბონენტისათვის დახმარების გაწევა სატელეფონო მოწყობილობების და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციაში და კონფიგურაციაში
  • ახალი და ძველი აბონენტისათვის ინფორმაციის მიწოდება არსებული პროდუქტების შესახებ
  • აბონენტისათვის კონსულტაციის გაწევა სატელეფონო სისტემის მოწყობისათვის საჭირო მოწყოფილობების ან პროგრამული უზრუნველყოფის შესარჩევად.
  • თითოეული ზარის და აბონენტთან ადგილზე მომსახურებაზე ინფორმაციის  მონაცემთა ბაზაში ასახვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • IT სფეროს მიმართ ინტერესი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
  • ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

  • აბონენტებთა მომსახურებისას თავაზიანობა და კეთილგანწყობილება;
  • პასუხისმგებლობის  მაღალი უნარი;
  • გაწონასწორებულობა;
  • კონფლიქტების არიდება და გადაწყვეტის უნარი;
  • გუნდური მუშაობა;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულობა.

უპირატესობა მიენიჭებათ  სატელეკომუნიკაციო და IT სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტებს

სამუშაო პირობები: სტაჟირების ვადა 2 თვე.

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე;
  • თვეში ერთხელ შაბათი-კვირა 10:00 საათიდან - 15:00 საათამდე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზა შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე:  [email protected]

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ  “VOIP Engineer"

შეუერთდით 19,323 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: