იპოვე უკეთესი სამსახური

კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 142 დღის წინ / 28 ივლ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 108 დღის წინ / 30 აგვ. 2018

ჩემი ოფისი გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე, აგრეთვე მსოფლიოში წამყვან საოფისე ტექნიკის მწარმოებელ ბრენდებთან HP, CANON, XEROX. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს http://myoffice.com.ge/

კომპანია ეძებს  პოზიტიურ პიროვნებას „ჩემი ოფისი“ -ს გაყიდვების გუნდში სამუშაოდ კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე,  ქ.თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • უხელმძღვანელოს გაყიდვების სამსახურის საქმიანობას;
  • გაყიდვების განყოფილების  გუნდის მართვა 15 თანამშრომლამდე;
  • კლიენტების ანალიზი, გაყიდვების დაგეგმარება და  განვითარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
  • ასაკი 25 წლიდან;
  • სასურველია უმაღლესი  განათლება;
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
  • მიზანდასახულობა;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • პოზიტიური იუმორის გრძნობა;

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

  • სამსახურეობრივი ხარჯების ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • აქტიური კორპორატიული ღონისძიებები;
  • გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, იჩქარეთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: [email protected], 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით გთხოვთ სათაურის  ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეუერთდით 6,398 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: