იპოვე უკეთესი სამსახური

მობილური ამერიკული კუთხის კოორდინატორი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 291 დღის წინ / 29 დეკ. 2017
    ბოლო ვადა გავიდა 273 დღის წინ / 15 იან. 2018

ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისათვის“ წეროვანის დევნილთა დასახლებაში ახორციელებს პროექტს „მობილური ამერიკული კუთხე“ და აცხადებს ვაკანსიას მობილური ამერიკული კუთხის კოორდინატორის პოზიციაზე.

ამერიკული კუთხის კოორდინატორი არის ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი დევნილ საზოგადოებასა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შორის, ასევე  ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის, რომელნიც დაინტერესებულნი არიან ამერიკის შეერტებული შტატებით.

ამერიკული კუთხე ეს არის  ამერიკული ტიპის მობილური ბიბლიოთეკა ბორბლებზე. პროგრამის მიზანია მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები დევნილების ინფორმირებულობის ამაღლება  ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ, სხვადასხვა ფორმით ინფორმაციის მიწოდების გზით.  

მობილური ამერიკული კუთხე აღჭურვილია წიგნებით, კომპიუტერებით, ინტერნეტით, ვიდეოთეკით, სადისკუსიო სივრცით და სხვადასხვა პროგრამებით.

პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შაბათ-კვირა, საღამოს საათები, ასევე  საჭირო იქნება მოძრაობა რეგიონის მაშტაბით.

სასურველია აპლიკანტი ნამყოფი იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიმე გაცვლითი პროგრამით: (FLEX, IVLP, Muskie).

საჭირო უნარები:

  • განათლება – ბაკალავრი ან მაგისტრის ხარისხი
  • დევნილთა პრობლემატიკის ცოდნა ან დევნილებთან მუშაობის გამოცდილება
  • იყოს მზად პროგრამის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტით  სამოძრაოდ;
  • ზოგადი ცოდნა ამერიკის ისტორიის, ღირებულებების, საზოგადოების, კულტურის, განათლების და პოლიტიკის შესახებ;
  • ქონდეს უნარი შეაფასოს საზოგადოების დამოკიდებულება ამერიკის მიმართ;
  • შეძლოს შექმნას, განახორციელოს და შეაფასოს პროგრამები და ღონისძიებები, რომელიც დაეხმარება ამერიკულ კუთხის განვითარებას;
  • ქონდეს ძლიერი მოტივაცია მოიძიოს ალტერნატიული გზები დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაზიდად.
  • ბიუჯეტის დაგემვისა და მართვის უნარები
  • სპიკერ პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება;
  • ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობა
  • უნდა ქონდეს კრეატიული იდეები და შეძლოს ამ იდეების განხორციელება.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები და  ინგლისური ენისა და მშობლიური ენის კარგი ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი).
  • მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ტექსტური ანგარიშების წერა, კორესპონდენციის დამუშავება და  ზუსტი ჩანაწერების წარმოება
  • სამუშაოს პრიორიტეტების განსაზღვრა
  • სხვადასხვა ასაკისა და განათლების მქონე ჯგუფებისათვის ინფორმაციის ეფექტურად მოწოდების უნარი
  • ხელმძღვანელის, საზოგადოებისა და ბენეფიციარების კითხვებზე და კომენტარებზე დროულად პასუხის გაცემის უნარ-ჩვევები;
  • კომპიუტერული პროგრამებისა და ინტერნეტის კარგი ცოდნა (Microsoft Windows, Microsoft Office,Word, Excel), ვებგვერდის დიზაინი (სასურველია შეეძლოს სწრაფად ბეჭდვა)
  • ლექტორებთან, საელჩოს წარმომადგენლებთან, მაღალი თანამდებობის პირებთან ურთიერთობის უნარები.

ვაკანსიის დაკავების მსურველმა უნდა გამოგზავნოს CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურად, შემდეგ მისამართზე: [email protected]

განაცხადები მიიღება 2018 წლის 15 იანვრის  ჩათვლით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ.

შეუერთდით 5,363 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: