იპოვე უკეთესი სამსახური

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

  • მდებარეობა: ქუთაისი
  • გამოქვეყნდა 2235 დღის წინ / 12 მარ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2204 დღის წინ / 11 აპრ. 2018

კომპანია მითხველი ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს. ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას. ამასთანავე ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.

ვაკანტური პოზიცია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი ქუთაისში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი(სტუდენტი) განათლება;
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
  • სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი - MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

  • კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • ენერგიულობა და სისხარტე;
  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული და პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00-დან 16:00-მდე; 16:00-დან-22:00-მდე მონაცვლეობით.
დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ ქალაქი და "ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მისამართი: ქუთაისი, წერეთლის 4. სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, მე-2 სართული, ოთახი 22.

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: