იპოვე უკეთესი სამსახური

ტენდერების სპეციალისტი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2165 დღის წინ / 20 მაისი. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2134 დღის წინ / 19 ივნ. 2018

გლობალური ბრენდის 3M-ის, Sacla International-ის, Sherwin Williams-OECE-ს, SMIRDEX-ის, Starline-ისა და Scot-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში M2M აცხადებს ვაკანსიას ტენდერების სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენი მიზანია მოტივირებული ადამიანების დასაქმება, რომლებიც შეძლებენ როგორც ფინანსური, ასევე კარიერული თვალზასრისით მუდმივ წინსვლას. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ ფიქსირებულ ხელფასსა და  ბონუსურ სისტემას, კარიერული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას

სამუშაო ადგილმდებრეობა: თბილისი – დომინო (ისთ–ფოინთი).

ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიის პორთფელში არსებული პროდუქციის კარგად შესწავლა;
  • ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;
  • არსებულ კლიენტებთან მუდმივი თანამშრომლობა და კონტროლი;
  • ტენდერების მონიტორინგი და შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია;
  • სატენდერო დოკუმენტაციის და ნიმუშების მომზადება;
  • კლიენტებზე სატენდერო მასალის და პროდუქციის დროული მიწოდება;
  • კომპანიაში არსებულ გუნდთან სინქრონში მუშაობა;
  • ორიენტირებულობა გაყიდვების ზრდაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ასაკი: 22-40 წლამდე;
  • ბაკალავრის ხარისხი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (ჩაითვლება უპირატესობად);
  • გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
  • მნიშვნელოვანია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და ოპერატიულობა;
  • მიზანდასახული და ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე [email protected]
გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.

შეუერთდით 19,363 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: