იპოვე უკეთესი სამსახური

პრომოუტერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2167 დღის წინ / 20 მაისი. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2136 დღის წინ / 19 ივნ. 2018

გლობალური ბრენდის 3M-ის, Sacla International-ის, Sherwin Williams-OECE-ს, SMIRDEX-ის, Starline-ისა და Scot-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში M2M აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.

ჩვენი მიზანია მოტივირებული ადამიანების დასაქმება, რომლებიც შეძლებენ როგორც ფინანსური, ასევე კარიერული თვალზასრისით მუდმივ წინსვლას. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ ფიქსირებულ ხელფასსა და  ბონუსურ სისტემას, კარიერული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას

სამუშაო ადგილმდებრეობა: თბილისი – დომინო (ისთ–ფოინთი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ასაკი: 22-40 წლამდე;
  • ბაკალავრის ხარისხი;
  • საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ენების ცოდნა:,  რუსული, ინგლისური (ჩაითვლება უპირატესობად);
  • გაყიდვების  პრინციპების ცოდნა;
  • მნიშვნელოვანია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დისციპლინირებული;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და ოპერატიულობა;
  • მიზანდასახული და ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • სტრესულ სიტუაციაში ორიენტაციის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული და სწორი შესრულება;
  • კომპანიის პორთფელში არსებული პროდუქციის კარგად შესწავლა;
  • ორიენტირებულობა გაყიდვების ზრდაზე;
  • გაყიდვების გაზრდის სტრატეგიის შემუშავება, ანალიზი და კონტროლი;
  • კლიენტებთან თავაზიანი და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევის უნარი;
  • დარბაზის კონტროლი;
  • ოპერატიულად და პუნქტუალურად დავალების შესრულება;
  • პროდუქციის კონტროლი დახლებზე, მუდმივი შევსება და სათანადოდ განლაგება;
  • კლიენტის საჭიროების დადგენა და  შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე [email protected]
გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება;

კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: