იპოვე უკეთესი სამსახური

სტაჟირების პროგრამა

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2178 დღის წინ / 12 აპრ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2147 დღის წინ / 12 მაისი. 2018

ISO Consulting ახალ კურსდამთავრებულებს იწვევს სტაჟირების პროგრამაზე შემდეგი მიმართულებებით:

  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემები;
  • სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები
  • შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემები
  • გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაო გრაფიკი:

  • სტაჟირების პერიოდში თავისუფალი,
  • სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში - სრული.
  • სტაჟირების ვადა - 3 თვე.

სტაჟირების პერიოდში პროგრამის მონაწილეს საშუალება ექნება:

  • გაეცნოს ISO-ს შესაბამის სტანდარტებს სპეციალობის მიმართულებით
  • დაესწროს ISO-ს ტრენინგებს
  • მიიღოს საწარმოო პრაქტიკა იმ ორგანიზაციებში, რომლებიც იყენებენ ან სურთ გამოიყენონ ISO-ს მენეჯმენტის სისტემის სტანდარტები (ISO 9001, HACCP, ISO 22000, ISO 14001, OHSAS 18001, ISO 45001, ISO 26000 და სხვა სტანდარტები)

სტაჟირების ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილეს საშუალება ეძლევა დასაქმდეს ISO Consulting-ში ან იმ ორგანიზაციაში, რომელიც იყენებს ISO-ს მენეჯმენტის სისტემის სტანდარტებს.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის დიპლომი) ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით:

  • საბუნებისმეტყველო სპეციალობები (ქიმია-ბიოლოგიის განხრით);
  • სამედიცინო ან ჰიგიენა;
  • კვების ტექნოლოგია;
  • ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი;
  • ეკონომიკა, ანალიტიკა;
  • გარემოს დაცვა;
  • სხვა, რომელიც დაკავშირებული იქნება ISO-ს სტაჟირების  პროგრამასთან.
  • სავალდებულოა - ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (თავისუფლად კითხვა, აზროვნება, მეტყველება და წერა) – Advanced level;
  • ქართული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: EXCEL, WORD.

დამატებითი მოთხოვნები:

  • შედეგიანი კომუნიკაციის უნარი, მომხმარებელზე ორიენტირებული;
  • ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
  • დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • სკურპულოზური, დეტალებზე ორიენტირებული;
  • ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
  • კონცენტრირებულად და შედეგიანად მუშაობის უნარი;
  • კომპანიის საერთო მიზნებზე ორიენტირება.

უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებმაც:

  • წარჩინებით დაასრულეს საშუალო სკოლა.
  • წარჩინებით დაასრულეს უმაღლესი სასწავლებელი.

პროგრამის მონაწილეები შეირჩევიან ტესტირებების და გასაუბრების საფუძველზე.

შერჩევის 1-ლი ეტაპი:

ტესტირება 2 ნაწილად შემდეგ საკითხებში:

  • შესაბამისი პროფესიული ტესტი
  • ინგლისურის ტესტი
  • ქართული ენის ტესტი
  • უნარების ტესტი.

შერჩევის მე-2 ეტაპი: გასაუბრება პროფესიული მიმართულებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ „ISO სტაჟირების პროგრამა“.

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.isoconsulting.ge

შეუერთდით 19,323 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: