იპოვე უკეთესი სამსახური

ღია კარის დღე

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2327 დღის წინ / 11 დეკ. 2017
    ბოლო ვადა გავიდა 2319 დღის წინ / 18 დეკ. 2017

ძვირფასო აბიტურიენტებო, სტუდენტებო და მშობლებო!

2017 წლის 15 და 18 დეკემბერს, 18:00 საათზე, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) გაიმართება ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე.

თუ გაინტერესებთ ეკონომიკა და გსურთ, საერთაშორისო დონის განათლება მიიღოთ საქართველოში, მაშინ მობრძანდით ISET-ში და გაიცანით ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესორები, თანამშრომლები და ნახეთ ის გარემო, სადაც მომავალმა სტუდენტებმა უნდა გაატარონ დრო სწავლის პერიოდში.

ISET-ის თანამშრომლები გაგაცნობენ შენობას, ბიბლიოთეკას, საკლასო და დასასვენებელ ოთახებს, პროფესორები მოგიყვებიან კურსებზე, ლექციებსა და საინტერესო აქტივობებზე, რომლებიც მრავლად იქნება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები კი მოგიყვებიან საკუთარ პირველ ნაბიჯებსა და გამოცდილებაზე, რაც დაგეხმარებათ თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში.

გელით ყველას!

მისამართი: საქართველო, 0108 თბილისი, ზანდუკელის ქ. 16, ISET, I სართული, საკონფერენციო დარბაზი.

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: