იპოვე უკეთესი სამსახური

ტექნიკური სამსახურის მენეჯერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2114 დღის წინ / 6 ივლ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2099 დღის წინ / 20 ივლ. 2018
  • ხელფასი: 1,875—2,500 ლარი

საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა 2015 წელს დააფუძნეს ა.ა.ი.პ. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, რომლის მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, სამშენებლო კომპანიების პრესტიჟის მხარდაჭერა და სხვ.

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - მამისონი აცხადებს ტექნიკური სამსახურის მენეჯერის ვაკანსიას.

ტექნიკური სამსახურის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

  • სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვებისა და ფორმა 2-ების (შესრულებული სამუშაოების მიღების) აქტების შედგენა / კორექტირება;  
  • სამშენებლო პროცესის მონიტორინგი;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა და აღრიცხვა;
  • სამუშაოთა მწარმოებლებთან და დამკვეთის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია.

ტექნიკური სამსახურის მენეჯერისთვის სავალდებულოა:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური / სამშენებლო მიმართულებით;
  • სამშენებლო სფეროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის კარგად ცოდნა; (შემოწმდება გასაუბრებაზე);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამა “ექსელის“ კარგად ცოდნა.

ტექნიკური სამსახურის მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებული;
  • ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევების მქონე;
  • მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარის მქონე;
  • კეთილსინდისიერი და სანდო.

ხელფასი: 1 875 – 2 500 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);

გრაფიკი: 09:00 – 18:00, ორშაბათი - შაბათი (შესვენება დღეში 2 სთ.)

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 20 ივლისი, 2018 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!

შეუერთდით 19,356 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: