იპოვე უკეთესი სამსახური

მთავარი ბუღალტრის თანაშემწე

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2093 დღის წინ / 6 ივლ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2078 დღის წინ / 20 ივლ. 2018
  • ხელფასი: 875 ლარი

საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა 2015 წელს დააფუძნეს ა.ა.ი.პ. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, რომლის მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, სამშენებლო კომპანიების პრესტიჟის მხარდაჭერა და სხვ.

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - მამისონი აცხადებს მთავარი ბუღალტრის თანაშემწის ვაკანსიას.

სამუშაოს აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალარო და საბანკო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული ნაშთების კონტროლი;
  • კომპანიის სახელზე არსებული ძირითადი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
  • პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები,ზედნადებები და სხვა) შენახვა, კონტროლი და დაარქივება;
  • შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალთან მუშაობა;
  • კოპანიის ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა და ადმინისტრირება.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • ბუღალტრად / ბუღალტრის თანაშემწედ მუშაობის გამოცდილება;
  • ბუღალტრული პროგრამების პრინციპების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა
  • პუნქტუალურობა
  • დროის მართვის უნარი

ხელფასი: 875 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);

გრაფიკი: 09:00 – 18:00, ორშაბათი - შაბათი (შესვენება დღეში 2 სთ.)

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 20 ივლისი, 2018 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!

შეუერთდით 19,323 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: