იპოვე უკეთესი სამსახური

ადმინისტრაციის უფროსი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2121 დღის წინ / 6 ივლ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2106 დღის წინ / 20 ივლ. 2018
  • ხელფასი: 2,500 ლარიდან

საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა 2015 წელს დააფუძნეს ა.ა.ი.პ. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, რომლის მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, სამშენებლო კომპანიების პრესტიჟის მხარდაჭერა და სხვ.

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - მამისონი აცხადებს ადმინისტრაციის უფროსის ვაკანსიას.

აღნიშნულ პოზიციაზე კომპანია ეძებს ისეთი ტიპის მენეჯერს, რომელიც შეძლებს მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების ეფექტიან მართვას (HR მიმართულებაზე განსაკუთრებული ხაზგასმით); რომელიც გაითავისებს ხელმძღვანელის სამუშაოს ასპექტებს და არ გაუჭირდება, საჭიროების შემთხვევაში, მისი მოადგილის ფუნქციის შესრულება.

ადმინისტრაციის უფროსის ძირითადი მოვალეობებია:

  • გენერალური დირექტორის მიერ თანამშრომლებზე განაწილებული დავალებების შესრულების მონიტორინგი;
  • კომპანიის HR მიმართულების მხარდაჭერა: იგულისხმება როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლების, ასევე, სამშენებლო პროექტებში დასაქმებული ადამიანების რეკრუიტმენტი;
  • HR მიმართულებით რეპორტების მომზადება;
  • კომპანიის მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული გუნდის კოორდინაცია;
  • PR მიმართულების მხარდაჭერა;
  • საჭიროების შემთხვევაში, უცხოეულ კონსულტანტებსა და პარტნიორებთან საქმიანი შეხვედრების გამართვა;
  • გენერალური დირექტორის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

ადმინისტრაციის უფროსისთვის სავალდებულოა:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა - როგორც ვერბალური, ასევე წერითი (შემოწმდება გასაუბრებაზე);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

ადმინისტრაციის უფროსისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებული;
  • ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევების მქონე;
  • მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარის მქონე;
  • კეთილსინდისიერი და სანდო.

ხელფასი: 2 500 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);

გრაფიკი: 09:00 – 18:00, ორშაბათი - შაბათი (შესვენება დღეში 2 სთ.)

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 20 ივლისი, 2018 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: