იპოვე უკეთესი სამსახური

პროექტის მენეჯერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2192 დღის წინ / 24 აპრ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2161 დღის წინ / 24 მაისი. 2018

საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა 2015 წელს დააფუძნეს ა.ა.ი.პ. „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, რომლის მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, სამშენებლო კომპანიების პრესტიჟის მხარდაჭერა და სხვ.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - ფოლადის სახლი აცხადებს პროექტის მენეჯერის ვაკანსიას.

პროექტის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

  • კომპანია „ფოლადის სახლის” პოტენციალის შესწავლა;
  • პროექტების დაგეგმვა და კომპანიის მენეჯმენტთან განხილვა;
  • პროექტისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება;
  • კომუნიკაცია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მენეჯმენტთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან;
  • შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება;
  • არსებული სიტუაციის ანალიზი, რისკების შეფასება;
  • პროექტის სრული ციკლის გაძღოლა მისი დაგეგმვიდან განხორციელების მომენტამდე;
  • სურვილის შემთხვევაში განხორციელებულ პროექტში ჩართვა და მენეჯმენტში მონაწილეობის მიღება.

პროექტის მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

  • სასურველია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მიმართულებით მუშობის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პროექტის მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და წარმოების უნარი;
  • პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
  • კარგი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი-სამგორის  რაიონი, ლილოს დასახლება, კახეთის გზატკეცილზე „სმარტის“ სუპერმარკეტთან ჩასახვევში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2018 წელი. გისურვებთ წარმატებებს.

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: