იპოვე უკეთესი სამსახური

ფინანსური დირექტორი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2171 დღის წინ / 18 აპრ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2145 დღის წინ / 13 მაისი. 2018

საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა 2015 წელს დააფუძნეს ა.ა.ი.პ. „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, რომლის მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, სამშენებლო კომპანიების პრესტიჟის მხარდაჭერა და სხვ.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - კავკასუს როუდ პროჯექტი აცხადებს ფინანსური დირექტორის ვაკანსიას.

კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს გზების მშენებლობის სფეროში. იგი 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წლის მანძილზე დარგის ლიდერად გადაიქცა. კომპანია მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებზე დაყრდნობით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების და მიდგომების დანერგვას.

სამუშაოს აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ფინანსური პოლიტიკის დაგეგმვა და კონტროლი;
  • კომპანიის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ფინანსური ბიუჯეტის მომზადება;
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი;
  • კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
  • სარევიზიო მაკონტროლებელ ორგანოებთან მუშაობა, მათთვის მოთხოვნილი ინფორმაციისა და ფინანსური დოკუმენტაციის მიწოდება/მომზადება;
  • კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
  • ფინანსური რეპორტების წარმოება;
  • ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
  • პერიოდული ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობასთან;
  • ფინანსური ანგარიშგების, შიდა საბუღალტრო დოკუმენტაციის და გადარიცხვების შესაბამისობის უზრუნველყოფა გარე და შიდა ნორმატიულ აქტებთან;
  • ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • გარე აუდიტის შედეგების საფუძველზე კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების განხორციელების უზრუნველყოფა;
  • გარე აუდიტის დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • ფინანსურ დირექტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში სამუშაო გამოცდილებას);
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დროის მართვის უნარი;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.

განაკვეთი: სრული.

ანაზღაურება: ცოდნის და კვალიფიკაციის მიხედვით.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 13 მაისი, 2017 წელი. გისურვებთ წარმატებებს!

შეუერთდით 19,322 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: