იპოვე უკეთესი სამსახური

შესყიდვების მენეჯერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2213 დღის წინ / 8 მარ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2200 დღის წინ / 20 მარ. 2018
  • ხელფასი: 1,875—2,005 ლარი

საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა 2015 წელს დააფუძნეს ა.ა.ი.პ. „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, რომლის მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, სამშენებლო კომპანიების პრესტიჟის მხარდაჭერა და სხვ.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ ასოციაციის წევრი სამშენებლო კომპანიისთვის ჯეუ გრუპი აცხადებს შესყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.

შესყიდვების მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

  • კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
  • მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
  • ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
  • მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
  • დანახარჯების კონტროლი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
  • გაფორმებული ხელშეკრულებების კონტროლი;
  • ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
  • სამშენებლო მასალებისა და მწარმოებლების კარგი ცოდნა;
  • შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა;
  • სატენდერო წინადადებების მონიტორინგი;
  • სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
  • ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

შესყიდვების მენეჯერისთვის სავალდებულოა:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირებისა თუ სამართლის მიმართულებით;
  • შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
  • შესყიდვების მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნება;
  • მათემატიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ხელფასი:

  • 1875-2500 ლარი - დამოკიდებულია კადრის გამოცდილებაზე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით)

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 20 მარტი, 2017 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!

შეუერთდით 19,323 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: