იპოვე უკეთესი სამსახური

ადმინისტრაციული ასისტენტი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 279 დღის წინ / 8 Feb. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 266 დღის წინ / 20 Feb. 2018
  • ხელფასი: 2,500 ლარი

საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა 2015 წელს დააფუძნეს ა.ა.ი.პ. „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, რომლის მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, სამშენებლო კომპანიების პრესტიჟის მხარდაჭერა და სხვ.

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - „თბილი სახლი“ (“Casa Calda” http://tbilisaxli.ge/ ) აცხადებს ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანსიას.

აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ადამიანი, გუნდის სხვა წევრების მსგავსად, მოიაზრება ისეთივე მნიშვნელოვან თანამშრომლად, რომლის ეფექტურმა მუშაობამაც შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს კომპანიის სახელსა და ეფექტურ ფუნქციონირებაზე.

აღნიშნულ პოზიციაზე კომპანია ეძებს ორგანიზებულ, გაწონასწორებულ, საკუთარ თავში დარწმუნებულ და ამავე დროს მუდმივი ზრდის მოთხოვნილების მქონე კადრს, რომელიც გაითავისებს ხელმძღვანელის სამუშაოს ყველა ასპექტს და, საჭიროების შემთხვევაში, არ გაუჭირდება მის ნაცვლად მოქმედება.

ადმინისტრაციული ასისტენტის ძირითადი მოვალეობებია:

  • გენერალური დირექტორის საქმიანობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა; ნებისმიერი ადმინისტრაციული სახის საკითხისა და პრობლემის გადაჭრა;
  • გენერალური დირექტორის საქმიანი შეხვედრების ორგანიზება და ნებისმიერი საქმიან შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე (მათ შორის მივლინებების დროს), საჭიროების მიხედვით, მონაწილეობა;
  • გენერალური დირექტორის საქმიანი კალენდრის ორგანიზება;
  • გენერალური დირექტორის მიერ თანამშრომლებზე განაწილებული დავალებების შესრულების მონიტორინგი;
  • გენერალური დირექტორის საჭირო მატერიალური რესურსით მომარაგება, მისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე ზრუნვა;
  • მივლინებების (ტრანსპორტირება, სასტუმრო, დაზღვევა და ა.შ.) ორგანიზება;
  • წერილობითი კორესპონდენციის მართვა;
  • პრეზენტაციების მომზადება;
  • გენერალური დირექტორის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

ადმინისტრაციული ასისტენტისთვის სავალდებულოა:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის ბიზნეს ადმინისტრირების, ან/და სხვა მომიჯნავე მიმართულებით);
  • აღნიშნულ ან სხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა - როგორც ვერბალური, ასევე წერითი (შემოწმდება გასაუბრებაზე);
  • რუსული ენის კარგად ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • აუცილებლობის შემთხვევაში, ზეგანაკვეთურ დროს მუშაობის შესაძლებლობა.

ადმინისტრაციული ასისტენტისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებული;
  • კომუნიკაბელური;
  • მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარის მქონე;
  • ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევების მქონე;
  • კეთილსინდისიერი და სანდო.

ხელფასი:

  • 2 500 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

გამოსაცდელი ვადა:

  • 1-დან 2 თვემდე.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: [email protected]

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 20 თებერვალი, 2017 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!

შეუერთდით 5,835 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: