იპოვე უკეთესი სამსახური

გვირაბის ინსპექტორი

  • მდებარეობა: აჭარა
  • გამოქვეყნდა 2260 დღის წინ / 10 იან. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2234 დღის წინ / 4 Feb. 2018

"გროს ენერჯი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გვირაბის ინსპექტორის თანამდებობაზე. 

კომპანია ბაზარზე ოპერირებს 2007 წლიდან და ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ენერგეტიკის სფეროში. 

იხ .ვებ-გვერდი www.gegroup.org

სამუშაო ადგილი: აჭარა

სამუშაო საათები:

  • ორშაბათი-პარასკევი 08:00-დან 18:00-მდე;
  • შაბათი - 08:00-დან 13:00-მდე;
  • შესვენება 13:00 დან 14:00-მდე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ცვლის გადაბარებისას დააკვირდეს და აღნიშნოს სამუშაოს მიმდინარეობასთან დაკავშირებული თითოეული დეტალი, ასევე მოამზადოს სრულყოფილი დღიური ანგარიში უტილიზებული და გამოყენებული რესურსების აღწერის ჩათვლით;
  • შეძლოს საკონტრაქტო დოკუმენტაციისა და დღიური საგამოცდო სამუშაოების გეგმის კარგად გაგება;
  • განიხილოს, გაანალიზოს და ჩაიწეროს ის სამშენებლო საკითხები, რომლებმაც მომავალში შეიძლება გავლენა მოახდინონ კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დროზე ან ფასზე;
  • დაესწროს და რეპორტში შეიტანოს საველე ტესტებისა და შემოწმებების შედეგები საკონტრაქტო დოკუმენტაციის მიხედვით;
  • დაადასტუროს სამუშაოების შესაბამისობა ან შეუსაბამობა ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურებთან;
  • მოამზადოს ხელნაწერი ხარისხის კონტროლის დოკუმენტი, შეუსაბამობისა და მათ გამოსასწორებლად ჩატარებული ღონისძიებების ჩათვლით;
  • კოორდინაცია გაუწიოს კონტრაქტორებს და ეფექტურად ითანამშრომლოს კოლექტივთან;
  • აწარმოოს და შეინახოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია;
  • შეამოწმოს კონტრაქტორის მიერ ჩატარებული სამუშაოების კარტირება და დოკუმენტაცია, მათი ხარისხთან შესაბამისობა, ქანების გამაგრების კლასი და მათი ხარისხი;
  • შეამოწმოს და რეპორტში შეიტანოს კონტრაქტორის მიერ ჩატარებული ქანების გამაგრების სამუშაოები;
  • ქანების გაბურღვისა და გრუნტების გამაგრების სამუშაოების შეფასება;
  • შესაბამისობის მაჩვენებლის ინტერპრეტირება;
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შემოწმება;
  • გააუმჯობესოს გვირაბგამყვანი სამუშაოების ხარისხი და იზრუნოს ხარისხის დიზაინის პარამეტრებთან შესაბამისობაზე;
  • რეპორტში შეიტანოს ყველა ინციდენტი და შემთხვევა;
  • შეასრულოს გვირაბის უფროსი ინსპექტორისა და ადგილობრივი გვირაბის ინჟინრის ინსტრუქციები;
  • მკაცრად დაიცვას კონტრაქტორის მიერ შექმნილი უსაფრთხოების წესები, რეგულაციები და სახელმძღვანელო მითითებები;
  • მიჰყვეს დანიშნული როტაციის გრაფიკს;
  • წაიკითხოს, გაიგოს და მიჰყვეს ნებისმიერ გამზადებულ მეთოდსა და რისკების შეფასებას აღნიშნული სამუშაოებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება გეოლოგიაში, საინჟინრო გეოლოგიაში, სამთო-საინჟინრო საქმეში ან მსგავს სპეციალობაში;
  • მიწისქვეშა ან სხვა სამშენებლო სამუშაოების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • Microsoft Office პროგრამების ცოდნა
  • სასურველია იქონიოს საქართველოში მოქმედი მართვის მოწმობა;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს მიწისქვეშა სამუშაოებს;
  • შეძლოს ცვლებსა და დამატებით სამუშაო საათებში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებმა გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: [email protected] და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეუერთდით 19,311 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: