იპოვე უკეთესი სამსახური

დასუფთავების თანამშრომელი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2121 დღის წინ / 8 ივნ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2097 დღის წინ / 1 ივლ. 2018

თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო გალერი პალასი აცხადებს ვაკანსიას საზოგადო ადგილების დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

სასტუმრო ,,გალერი პალასი“ საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ  გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში ( საზოგადო ადგილები, სამრეცხაო, სასტუმროს ოთახები, უნიფორმების ოთახი) სისუფთავის უზრუნველყოფა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • მოწესრიგებული, ჰიგიენური და კეთილგანწყობილი;
  • ენერგიული და შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური და დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • შენიშვნების მიღების და გათვალისწინების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
  • თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადები მიიღება 2018 წლის 1-ელ ივლისამდე.

სასტუმრო გალერი პალასი გისურვებთ წარმატებას!

შეუერთდით 19,323 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: