იპოვე უკეთესი სამსახური

სამი სასერტიფიკატო ტრენინგი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2270 დღის წინ / 7 Feb. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2239 დღის წინ / 9 მარ. 2018

აქცია 13-14 თებერვალი სამი სასერტიფიკატო ტრენინგი:

  • ტრენერთა ტრენინგი;
  • პროექტების წერის ტექნიკა;
  • ეფექტური პრეზენტაციის უნარები.

შეგიძლიათ ამოირჩიოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ტრენინგი ან შეისწავლოთ  სრული ინტეგრირებული კურსი  და გახდე სერტიფიცირებული ტრენერი, სერტიფიცირებული პრეზენტატორი, საუკეთესო პროექტების ავტორი.

ტრენერთა ტრენინგი

  • 150 ლარის ნაცვლად 100 ლარი
  • 13 თებერვალი, ხანგრძლივობა 4 საათი

კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს საუკეთესო ტექნიკები და ინსტრუმენტები ზრდასრულთა ტრენინგის დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში.

გამოიყენება სწავლების შემდეგი მეთოდები:

ჯგუფური მუშაობა, გონებრივი შტურმი, კითხვა-პასუხი, როლური თამაში, სიმულაცია, მოკლე პრეზენტაციები.

კურსდამთავრებულები შეძლებენ განსაზღვრონ ტრენინგის საჭიროებები, შეიმუშავონ ტრენინგის გეგმა და მოახდინონ კურსის შეფასება დამკვეთისთვის და ტრენინგის მონაწილეებისთვის.

მსმენელებს მიეწოდებათ, როგორც თეორიული მასალა, ასევე ჩატარდება უნარების განსავითარებელი პრაქტიკული სავარჯიშოები.

თემატიკა:

  • ზრდასრულთა სწავლების არსი, ტრენინგ-კურსის შემუშავება;
  • ტრენინგის საჭიროებათა ანალიზი;
  • ზრდასრულთა სწავლების პრინციპები;
  • არაფორმალური განათლების პრინციპები;
  • ტრენინგ-კურსის ჩატარება, ცოდნის გადაცემისთვის საჭირო ტექნიკები და მეთოდები;
  • ტრენინგის მეთოდები;
  • ჯგუფის დინამიკა;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • კარგი პრეზენტაციის მომზადება, პრეზენტატორის უნარები, კურსის მონიტორინგი, შეფასება;
  • ფასილიტაციის უნარები;
  • პრეზენტაციის მასალების მომზადება;
  • ეფექტური პრეზენტაცია;
  • შეფასება.

პროექტების წერის ტექნიკა

  • 90 ლარის ნაცვლად 60 ლარი
  • 14 თებერვალი, ხანგრძლივობა 3 საათი

კურსის  მიზანი:

სწორად დაწერილი, პრობლემებზე ორიენტირებული და სათანადო კრიტერიუმებით შეფასებული პროექტი მოითხოვს ისეთი უნარების ფლობას, რომელიც ავტორს დაეხმარება შექმნას წარმატებული პროექტი. მთავარი ასპექტებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების ხარჯზე მოიპოვოს დაფინანსების გზები.

ტრენინგის პროცესში მონაწილეები თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით დაწერენ მცირე პროექტებს და მოამზადებენ მას წარსადგენად.

თემატიკა:

  • რატომ უნდა შევქმნათ პროექტი;
  • რა მიზანს ემსახურება პროექტი;
  • რა საშუალებებით შეგვიძლია მისი წარმატებულად განხორციელება;
  • როგორ დავაზღვიოთ რისკები;
  • ბიუჯეტის შედგენის ტექნიკები;
  • როგორ შევაფასოთ პროექტი

ეფექტური პრეზენტაციის უნარები

  • 160 ლარის ნაცვლად 30 ლარი
  • 14 თებერვალი, ხანგრძლივობა 3 საათი

კურსის მიზანი:

ეფექტური პრეზენტაციის უნარები, საჯარო გამოსვლები, სუსტ რგოლს წარმოადგენს ჩვენს რეალობაში და თითქმის ყველა სფეროში. საკუთარი თავის წარდგენა, საქმიანი თემის განხილვა ან საკუთარ იდეებზე საუბარიც პრეზენტაციაა. ეს კი, დამეთანხმებით, ყოველდღე შეიძლება მოხდეს. რაც უფრო მრავალრიცხოვანია აუდიტორია, მით უფრო იმატებს პასუხისმგებლობის გრძნობა და მღელვარება. საჯარო გამოსვლასთან დაკავშირებული სტრესის გადალახვა ბევრი ჩვენგანისთვის ნამდვილი გამოწვევაა.

თემატიკა:

  • რატომ ვატარებთ პრეზენტაციას;
  • როგორ ვიმეგობროთ მსმენელებთან;
  • როგორ დავძლიოთ აუდიტორიის შიში;
  • ინფორმაციის გადაცემის რა ხერხები არსებობს;
  • პრეზენტაციის ტიპები;
  • ეფექტური პრეზენტაციისას გასათვალისწინებელი გარემოებები (სტილი, ნაწილები);
  • დისკუსია ეფექტური პრეზენტაციის თემაზე.

სერტიფიკატი:

გაიცემა სამი ორენოვანი  სერტიფიკატი სრული კურსის არჩევის შემთხვევაში ან შესაბამისი ტრენინგის სერტიფიკატი

სრული ინტეგრირებული  კურსი 300 ლარის ნაცვლად 190 ლარი

ტრენინგის ჩატარების თარიღი13-14 თებერვალი

სრული კურსი - 10 საათი

გათვალისწინებული იქნება მსმენელთა სასურველი დრო

შემდეგი ტრენინგი დაინიშნება მსურველთა მოთხოვნის გათვალისწინებით.

მიმდინარეობს რეგისტრაცია ადგილზე,  ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით

რეგისტრაციის ბმული.

შპს „ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი“
კოდი: TBCBGE22
ა/ა GE84 TB77 3983 6080 1000 04

საფასურის გადახდისას მიუთითეთ თქვენი გვარი და პროგრამის სახელწოდება

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:

ტელ: 555 50 71 73; 599 90 16 61; 599 40 71 73
ვაჟა–ფშაველას №56
https://www.facebook.com/traningi/
[email protected]
www.eduemc.com

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: