იპოვე უკეთესი სამსახური

ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2126 დღის წინ / 2 ივნ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2073 დღის წინ / 24 ივლ. 2018
  • ხელფასი: 2,040 ლარიდან

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატის პოზიციაზე.

ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატი იმუშავებს EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამაში და მისი ძირითადი საქმიანობის სფეროები იქნება:

  • რელიგიის თავისუფლება;
  • ეთნიკური უმცირესობების უფლებები;
  • ლგბტი უფლებები;
  • დისკრიმინაცია;
  • შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება;
  • გამოხატვის თავისუფლება.

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  • ბენეფიციარებისთვის ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
     
  • ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება  ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, საქმის პროგრესის ხელმძღვანელობას;
     
  • მისი საქმიანობის სფეროში ანალიტიკური სამართლებრივი  დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ორგანიზაციის შეფასებების მომზადება;
     
  • სავალე სამუშაოების ჩატარება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით;
     
  • მისი საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრეინინგების ჩატარება;
     
  • მონაწილეობის მიღება სახელმწიფოს უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ იმ ოფიციალურ შეხვედრებში, რომელიც ორგანიზაციაში მისი საქმიანობის სფეროსა და მის წარმოებაში არსებულ საქმეებს უკავშირდება;
     
  • მისი საქმიანობის სფეროსა და მის წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების, სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება და მედიასთან კომუნიკაცია;
     
  • პროგრამის  დირექტორისა და კოორდინატორის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმიანობის სფეროსთან.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი საჯარო ან კერძო სამართლის მიმართულებით);
  • სამოქალაქო სამართლის ან საერთო მიმართულების ადვოკატის სერტიფიკატი;
  • კერძო ან საჯარო სამართლის დარგში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია,  ადვოკატად ან სხვა რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • შრომის კარგი დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

სასურველია კანდიდატი ფლობდეს კარგ ცოდნას ადამიანის უფლებათა სამართალში, რომელიც ადამიანის უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით, ეროვნულ დონეზე საქმეების ეფექტიანი წარმოების შესაძლებლობას მისცემს.

ანაზღაურება: მინიმალური ანაზღაურება 2040 ლარი (დარიცხული).

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

  • დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
  • რეზიუმე (СV); 
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ადვოკატის სერტიფიკატის ასლი;
  • ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.

დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: ადვოკატის ვაკანსია

კანდიდატები შეირჩევიან ორეტაპიანი კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 24 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ვებგვერდი: www.emc.org.ge
ტელ: +995 32 2 233 706
ელ-ფოსტა: [email protected]
Facebook.com/EMCRIGHTS/

შეუერთდით 19,322 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: