იპოვე უკეთესი სამსახური

ფინანსური მენეჯერის ასისტენტი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 279 დღის წინ / 13 მარ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 266 დღის წინ / 25 მარ. 2018
  • ხელფასი: 700 ლარი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

EMC დაარსდა 2012 წელს სხვადასხვა გამოცდილების მქონე აქტივისტების მიერ. ამ დროიდან მოყოლებული, ორგანიზაცია მუშაობს მარგინალიზებული და დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებების დაცვის, სამართალდამცავი ორგანოების სისტემური რეფორმების, სტრუქტურული ძალადობის და სოციალური ჩაგვრის საკითხებზე. სამუშაო პროცესში იყენებს კვლევის, მონიტორინგის, ადვოკატირების და ცნობიერების ამაღლების ინსტრუმენტებს.

ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.emc.org.ge

ფინანსური მენეჯერის ასისტენტის ფუნქცია და მოვალეობები:

  • ორგანიზაციის პირველადი საფინანსო დოკუმენტების მომზადება/დაარქივება;
  • ორგანიზაციის საბანკო ამონაწერის დამუშავება;
  • გადარიცხვების წარმოება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • დონორ ორგანიზაციებთან გასაგზავნი პირველადი დოკუმენტაციის მომზადება თითოეული დონორის მოთხოვნების შესაბამისად;
  • ბუღალტრული სისტემის მართვა და ინფორმაციის რეგულარული შეყვანა;
  • საქონლისა და მომსახურების შესყიდვების ორგანიზება;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი  განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
  • საოფისე და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გპირდებით:

  • მეგობრულ, კეთილგანწყობილ  და სატაბილურ გარემოს;
  • საინტერესო გამოწვევებს და გამოცდილებას;
  • ახალი ცოდნის შეძენას.

მინიმალური ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები).
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე.


განაცხადის წარდგენის პროცესი:

  • დაინტერესებულმა პირებმა  უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ EMC-ფინანსური მენეჯერის ასისტენტი.  
  • რეზიუმე (СV); 
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის აკადემიური ცოდნა ან/და სამუშაო უნარ-ჩვევები.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 მარტი, 18:00 საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ოფისი: 0322 23 37 06
[email protected]
www.emc.org.ge
https://www.facebook.com/pg/EMCRIGHTS
მის: თბილისი, ი. აბაშიძის ქუჩა #12ბ

შეუერთდით 6,398 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: