იპოვე უკეთესი სამსახური

იურისტი/მკვლევარი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2292 დღის წინ / 10 იან. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2281 დღის წინ / 20 იან. 2018
  • ხელფასი: 2,040 ლარი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” აცხადებს ვაკანსიას იურისტის/მკვლევარის პოზიციაზე.

იურისტი/მკვლევარი იმუშავებს EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამაში და მისი ძირითადი საქმიანობის სფეროები იქნება:

  • შრომითი უფლებები;
  • სოციალურად მოწყვლადი და ეკომიგრანტი ჯგუფების საცხოვრისის უფლება;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები;

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  • პროგრამის საქმიანობის სფეროებთან დაკავშირებულ თემებზე ანგარიშების მომზადება და კვლევების განხორციელება; ცალკეული ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის შეფასების მიზნით შიდასამართლებრივი ბაზის და პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი;
  • კვლევის მიზნებისათვის საუკეთესო პრაქტიკისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების ფარგლებში განვითარებული სტანდარტების კვლევა და ანალიზი;
  • ანალიტიკური დოკუმენტების, სამართლებრივი დასკვნებისა და რეფორმის კონცეფციების მომზადება;
  • პროგრამის ბენეფიციარებთან პერიოდული შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება; სამიზნე სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით საველე გასვლებში მონაწილეობა;
  • სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
  • პროგრამის  დირექტორის სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია იურისტის/მკვლევარის საქმიანობის სფეროსთან.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
  • პროფესიით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევარის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

სასურველია კანდიდატი ფლობდეს ინფორმაციას სოციალური უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ამ თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმის პროცესებზე. მხედველობაში იქნება მიღებული კანდიდატის მიერ პროგრამის თემატიკასთან დაკავშირებით მომზადებული ნაშრომი, სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა პუბლიკაცია.

ანაზღაურება:  მინიმალური ანაზღაურება 2040 ლარი (დარიცხული).

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • რეზიუმე (СV);
  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს გვერდნახევარისა);
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.

არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მომზადებული ნაშრომის (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) შესახებ და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ Social Rights Program.  

კანდიდატები შეირჩევიან ორეტაპიანი კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 იანვარი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ტელ: 2 23 37 06

www.emc.org.ge
[email protected]
Facebook.com/pg/EMCRIGHTS

შეუერთდით 19,360 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: