იპოვე უკეთესი სამსახური

მაღაზიის მენეჯერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2354 დღის წინ / 18 ოქტ. 2017
    ბოლო ვადა გავიდა 2345 დღის წინ / 26 ოქტ. 2017

„დრესაპ ჯგუფი“ (Levi’s, Lee, Wrangler, Mavi, Rifle, Converse, Lacoste, Vans, Bensimon და სხვა ბრენდების ოფიციალური წარმომდგენელი  საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასიამოვნო გარეგნობა;
  • გამართული მეტყველება;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა, დაძაბულ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების უნარი;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ასაკი 25-დან 40 წლამდე;
  • მაღაზიის მენეჯერის, ადმინისტრატორის ან მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ms.Word, Ms. Excel, internet);
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პერსონალის მართვა და კონტროლი;
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • კომპანიის შიდა განაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
  • მაღაზიის პრომო აქციების (ფასდაკლებისა და ა.შ.) მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • საწყობში პროდუქტის მიღება-ჩაბარების, სალაროს მუშაობისა და აღწერის მონიტორინგი;
  • მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათთან ერთად 26 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: [email protected]. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - “მაღაზიის მენეჯერი”

შეუერთდით 19,323 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: