იპოვე უკეთესი სამსახური

მომწოდებლებთან ურთიერთობის მენეჯერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 17 დღის წინ / 6 ოქტ. 2017
    ბოლო ვადა გავიდა 6 დღის წინ / 16 ოქტ. 2017
  • ხელფასი: 1,200—2,000 ლარი

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მომწოდებლებთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: 1200—2000 ლარი, გამოცდილების მიხედვით.

კომპანიის შესახებ:

„დრესაპ ჯგუფი“ 23 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და გვთავაზობს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების დიდ არჩევანს.

"დრესაპ ჯგუფი" წარმოადგენს Levi’s-ის, Dockers-ის, Lee-ს, Wrangler-ის, Lacoste-ს, Mavi-ის, Guess-ის, Rifle-ის, Vans-ის, Converse-ის, Burlington-ის, Falke-სა და სხვა ცნობილი ბრენდების ექსკლუზიურ სარეალიზაციო ქსელს საქართველოში. კომპანია წარმოდგენილია 18 მაღაზიით დედაქალაქში, 3 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით Dressup.ge

ძირითადი მოვალეობები:

  • უცხოელ პარტნიორებთან ინგლისურად ვერბალური და წერილობით კომუნიკაცია სხვადასხვა საკითხებზე (შესყიდვების გარდა).
  • ტვირთების ლოჯისტიკის სრული ციკლის ორგანიზება (განბაჟების გამოკლებით).

საკვალიფიკაციო უნარები:

  • აუცილებელია ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართულად და ინგლისურად ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (იმეილი, ოფისის პროგრამები);
  • სასურველია ამ მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისურის გარდა სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ლოჯისტიკის გამოცდილება ჩაითვლება უპერატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სხვადასხვა საკითხებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • დადებით და კომუნიკაბელური;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო არის სრულ განაკვეთიანი.
  • ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებმა მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: [email protected], ელ-ფოსტის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შეუერთდით 2,005 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: