იპოვე უკეთესი სამსახური

დაცვის ოპერატორი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2075 დღის წინ / 24 ივლ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2045 დღის წინ / 22 აგვ. 2018

სს დასტა რექორდს მენეჯმენტი აცხადებს ვაკანსიას დაცვის ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში, ისანი სამგორის რაიონში (კაიროს ქ.)

დასტა რექორდს მენეჯმენტი (“დასტა”) არის არქივის აუთსორსინგის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.

სამუშაოს აღწერა:

  • უზრუნველყოფს ოფისის და საწყობის დაცვას კომპანიაში არსებული პოლიტიკისა და პროცედურის მიხედვით;
  • უზრუნველყოფს ვიზიტორების აღრიცხვას და კონტროლს შენობაში გადაადგილების დროს;
  • ახორციელებს ოფისის სიგნალიზაციაზე აყვანა/მოხსნას;
  • კომპეტენციის ფარგლებში უკავშირდება შესაბამის სამსახურს(მაგალითად: პატრული, სახანძრო და ა.შ) დროული რეაგირებისთვის;
  • უზრუნველყოფს თანამშრომლების და ვიზიტორების უსაფრთხოებას;
  • საგანგებო სიტუაციის დროს პასუხისმგებელ პირს ეხმარება თანამშრომელთა ევაკუაციაში;
  • ახორციელებს რეპორტინგს დადგენილი წესის მიხედვით;
  • ასრულებს სხვა მოვალეობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია დაცვა-უსაფრთხოების სფეროში თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საშუალო განათლება;
  • სასურველია რუსული ან ინგლისური  ენების ცოდნა;
  • სასურველია საოფისე პროგრამების Microsoft Office (Word, Excel, Outlook) ცოდნა საბაზისო დონეზე.

დასტა გთავაზობთ:

  • საერთაშორისო გუნდთან თანამშრომლობის საშუალებას;
  • მხიარულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ 2018 წლის 22 აგვისტომდე შეავსოთ აპლიკაცია და ატვირთოთ CV ამ ბმულზე. გთხოვთ აირჩიოთ ვაკანსიის დასახელება – დაცვის ოპერატორი.

შეუერთდით 19,323 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: