კომპანია ”კოლორპაკი” აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.
შპს „კოლორპაკი“ დაარსდა 2005 წელს. კომპანია ბეჭდავს სხვადასხვა სახის შესაფუთ და სარეკლამო პროდუქციას: მაღალი ხარისხისა და სირთულის ღვინისა და შამპანურის ეტიკეტებს, საკვები პროდუქტების პაკეტებს, ყუთებს, ჩანართებს, კონვერტებს, საქაღალდეებს, სავიზიტო ბარათებს, სტიკერებს, კალენდრებს, პოსტერებსა და სხვა.
ძირითადი მოვალეობები:
- ფაილის მიღება, ტექნიკური შემოწმება, დამუშავება და დასაბეჭდად გამზადება;
- ფაილების საბეჭდ ფორმაზე დალაგება/მონტაჟი;
- საჭიროების შემთხვევაში ფაილის გასწორება და დაკორექტირება.
- ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
აუცილებელია კანდიდატი მაღალ დონეზე ფლობდეს ჩამოთვლილ გრაფიკულ პროგრამებს :
- Adobe Illustrator;
- Adobe Photoshop;
- Adobe InDesign;
- Corel Draw;
- PDF Professional.
პიროვნული მახასიათებლები:
- შემოქმედებითი აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 19:00 შაბათის ჩათვლით.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ე. ბაღდავაძის #20.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე [email protected] კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 25 დეკემბერი.
გისურვებთ წარმატებას!