იპოვე უკეთესი სამსახური

კურიერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2138 დღის წინ / 12 ივნ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2107 დღის წინ / 12 ივლ. 2018
  • ხელფასი: 500—700 ლარი

კომპანია სითი ექსპრესი 2010 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. მისი ძირითადი საქმიანობაა ქალაქის მაშტაბით საკურიერო სერვისის გაწევა. კომპანია წელიწადში საშუალოდ იღებს და არიგებს 220,000 გზავნილს და ემსახურება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. „სითი ექპრესი“ მზარდი კომპანიაა და მისი ყოველწლიური სტატისტიკური ზრდა 5-7%-ს შეადგენს.

ჩვენ ვეძებთ შრომისმოყვარე და მოტივირებულ ახალგაზრდებს კურიერის თანამდებობაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად;
  • გზავნილის სატრანსპორტო ზედდებულის გაფორმება;
  • მსუბუქი ტრანსპორტის საშუალებით იურიდიულ და ფიზიკურ მისამართებზე გზავნილების მიწოდება.

მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობის  B კატეგორია;
  • მანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • თბილისის ქუჩების კარგი ცონდა;
  • ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
  • მინიმალური განათლება: ბაკალავრი;
  • სავალდებულო სამხედრო სამსახური - გავლილი.

უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
  • დისპეცერიზაციის, სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების, უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული;
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • კარგი კალიგრაფია.

უპირატესობა მიენიჭება:

  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობის A კატეგორია.

სახელფასო პირობები:

  • პირველი სამი თვის ხელფასი განისაზღვრება 500 ლარით;
  • მომდევნო თვეების ხელფასი განისაზღვრება 700 ლარით.

დამატებითი ინფორმაცია:

  • კონკურსი ჩატარდება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით;
  • კონკურსში მონაწილოებას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც რეზიუმეს გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
  • კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება ხოლო ფაილის დასახელებაში თქვენი სახელი და გვარი.

შეუერთდით 19,356 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: