იპოვე უკეთესი სამსახური

ტრენინგი სასტუმროს ბიზნესით დაინტერესებულთათვის

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2197 დღის წინ / 20 აპრ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2186 დღის წინ / 30 აპრ. 2018

კრეატიული განვითარების ცენტრი, USAID-ის ზრდა პროგრამასთან ერთად, იწყებს ბენეფიციართა შერჩევას პროექტში "ციფრული მარკეტინგი ტურიზმის განვითარებისთვის". პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

რა: ინტენსიური ტრენინგის კურსი ციფრულ მარკეტინგში.
სამიზნე მუნიციპალიტეტები: ზუგდიდი, გორი, კასპი, ახალციხე, ბორჯომი, მარნეული, ახმეტა, წალენჯიხა, ადიგენი, ნინოწმინდა, ასპინძა. 
როდის: მაისი-ივლისი 2018 წელი.

პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ნებისმიერი ასაკის ადამიანი სამიზნე რეგიონებიდან, რომელსაც აქვს სასტუმრო, სასტუმრო სახლი ან სურვილი, რომ საკუთარი კერძო საკუთრება, თუნდაც არსებული 1-2 ოთახის სახით, გამოიყენოს ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზნით. 

მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებს არ უნდა ჰქონდეთ აქამდე გავლილი ZRDA პროგრამის იგივე მოდული. 

პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარები გაივლიან ინტენსიურ ტრენინგს, რომელიც ჩატარდება ზაფხულის განმავლობაში, კონკრეტული თარიღები მონაწილეებს წინასწარ ეცნობებათ. პროექტი მოიცავს 4 სასწავლო მოდულს:

  • რეგისტრაცია საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ პლატფორმებზე;
  • ფონდების მოძიება და ფინანსური გათვლები;
  • ფოტო და ტექსტუალური მასალის დამუშავება და ვიზუალური პაკეტების შექმნა;
  • Web Development და რეკლამა სოციალურ მედიაში.

პროექტის მონაწილეები არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას მიიღებენ, არამედ პროექტის ფარგლებშივე დაარეგისტრირებენ საკუთარ ბიზნესს ონლაინ პლატფორმებზე ჩვენი ტრენერებისა და მენტორების დახმარებით, მოამზადებენ სააპლიკაციო განაცხადებს სხვადასხვა დონორისათვის, შექმნიან ფოტო პორტფოლიოს საკუთარი სასტუმრო/სასტუმრო სახლისთვის და ისწავლიან სოციალური მედიისა და ვებგვერდების, ასევე შეთავაზებების სწორ მენეჯმენტს. 

პროექტში მონაწილეობა არის უფასო. პროექტი ფარავს ტრენინგის მასალებისა და კვების ხარჯს. თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 15-20 მონაწილე. შერჩეულ მონაწილეებს მაისის დასაწყისში ეცნობებათ დეტალები პროექტის მიმდინარეობის შესახებ. 

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2018 წელი.

გთხოვთ, იხილოთ სარეგისტრაციო ფორმა ამ ბმულზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:

ლაშა ბახუტაშვილი 
+995 557272850
[email protected]

დავით მირველაშვილი 
+995 595996030
[email protected]

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: