იპოვე უკეთესი სამსახური

მენტორების შესარჩევი კონკურსი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2203 დღის წინ / 17 მარ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2187 დღის წინ / 1 აპრ. 2018

კრეატიული განვითარების ცენტრი, USAID-ის პროგრამა ზრდასთან ერთად, იწყებს მენტორთა შერჩევას პროექტში "ციფრული მარკეტინგი ტურიზმის განვითარებისთვის". პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

რა: მენტორთა ინტენსიური ბანაკი
სად: თბილისი, სასტუმრო "ბომონდ გარდენი" 
როდის: 11-18 აპრილი
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 1 აპრილი, 2018 წ.

თუ ხარ: 

  • 18-დან 35 წლამდე;
  • გაინტერესებს ციფრული მარკეტინგი;
  • გსურს გახდე დამოუკიდებელი freelancer და მიიღო დამატებითი შემოსავალი;
  • მიიღო ცოდნა სასტუმროებისა და ზოგადად ბიზნესის ონლაინ სივრცეში განვითარების შესახებ.

მაშინ ეს პროექტი შენთვისაა.

BootCamp ჩატარდება თბილისში, 11-18 აპრილს და 4 სავალდებულო მოდულის ინტენსიური კურსის (იხილეთ ქვემოთ) გარდა, მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  1. მენტორობის კონცეფცია და coaching ტექნიკები
  2. ტრენერთა ტრენინგი: არაფორმალური განათლების საბაზისო მეთოდები
  3. თვითგანვითარება და საკუთარი თავის ბრენდინგი 
  4. ფრილანსერობა, როგორც პროფესია.

მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს "კრეატიული განვითარების ცენტრი". 

სამიზნე მუნიციპალიტეტები: ზუგდიდი, გორი, კასპი, ახალციხე, ბორჯომი, მარნეული, ახმეტა, წალენჯიხა, ადიგენი, ნინოწმინდა, ასპინძა. 

თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2-3 მონაწილე, რომელიც:

  • გაივლის ციფრული მარკეტინგის ინტენსიურ პროგრამას 11-18 აპრილს
  • მხარს დაუჭერს "კრეატიული განვითარების ცენტრს" მონაწილეების მობილიზებაში
  • გაივლის პრაქტიკას პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებზე მაისი-ივნისის პერიოდში
  • მიიღებს ციფრული მარკეტინგის მენტორის სერტიფიკატს და შეძლებს დამოუკიდებელ მუშაობას ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად. 

პროექტი მოიცავს რამდენიმე ეტაპს: 

  1. მენტორთა ინტენსიური ტრენინგი 11-18 აპრილს;
  2. ადგილობრივ ბენეფიციარებთან მუშაობა 4 მოდულის მიხედვით და მენტორთა პრაქტიკა (მაისი-ივნისი);
  3. მენტორების სერტიფიცირება შესაბამისი მოდულის მიმართულებით (სექტემბერი).

პროგრამა მოიაზრებს 4 საგანმანათლებლო მოდულს. სასურველია, რომ შერჩეულ მენტორს ჰქონდეს ინტერესი და საბაზისო გამოცდილება მინიმუმ 1 მოდულის განხრით:

  • რეგისტრაცია საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ პლატფორმებზე;
  • ფონდების მოძიება და ფინანსური გათვლები;
  • ფოტო და ტექსტუალური მასალის დამუშავება და ვიზუალური პაკეტების შექმნა;
  • Web Development და რეკლამა სოციალურ მედიაში.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 1 აპრილი.

გთხოვთ, იხილოთ სარეგისტრაციო ფორმა ამ ბმულზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:

ლაშა ბახუტაშვილი 
+995 557272850
[email protected]

დავით მირველაშვილი 
+995 595996030
[email protected]

შეუერთდით 19,323 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: