ბელგიური ბრენდის BergHOFF-ის საქართველოს წარმომადგენლობა, ჰუალინგის სავაჭრო ცენტრ „თბილისის ზღვის პლაზაში“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ბრენდისა და მისი ნაწარმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს - www.berghoffworldwide.com ან Facebook.com/BerghoffGeo
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, სავაჭრო ცენტრი „თბილისის ზღვის პლაზა“.
სამუშაო გრაფიკი: 7 სამუშაო დღე; 7 დასვენების დღე;
სამუშაო საათები: 10:30-21:00
ძირითადი მოვალეობები:
- თითოეული პროდუქტის მახასიათებლებისა და ბრენდის ასორტიმენტის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ცოდნა;
- სალაროს მართვა (გაყიდვებთან დაკავშირებული საქმის წარმოება);
- მომხმარებლის კონსულტირება და გადაწყვეტილების მიღებაში დახმარების აღმოჩენა;
- მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
- დახლზე პროდუქციის განთავსება/წარმოჩენა და რეალიზაცია;
- პროდუქციის მიღება-დალაგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია უცხო ენების ფლობა (ინგლისური, რუსული);
- კარგი არითმეტიკული უნარები;
- ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი, გამართული მეტყველებისა და მოსმენის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პრეზენტაბელური, ენერგიული, კეთილგანწყობილი, ორგანიზებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.
ელ.ფოსტა: [email protected]
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!