იპოვე უკეთესი სამსახური

მოლარე-კონსულტანტი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2168 დღის წინ / 14 მაისი. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2137 დღის წინ / 13 ივნ. 2018

ბელგიური ბრენდის BergHOFF-ის საქართველოს წარმომადგენლობა, ჰუალინგის სავაჭრო ცენტრ „თბილისის ზღვის პლაზაში“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ბრენდისა და მისი ნაწარმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს - www.berghoffworldwide.com ან Facebook.com/BerghoffGeo

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, სავაჭრო ცენტრი „თბილისის ზღვის პლაზა“.

სამუშაო გრაფიკი: 7 სამუშაო დღე; 7 დასვენების დღე;

სამუშაო საათები: 10:30-21:00

ძირითადი მოვალეობები:

  • თითოეული პროდუქტის მახასიათებლებისა და ბრენდის ასორტიმენტის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ცოდნა;
  • სალაროს მართვა (გაყიდვებთან დაკავშირებული საქმის წარმოება);
  • მომხმარებლის კონსულტირება და გადაწყვეტილების მიღებაში დახმარების აღმოჩენა;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
  • დახლზე პროდუქციის განთავსება/წარმოჩენა და რეალიზაცია;
  • პროდუქციის მიღება-დალაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია უცხო ენების ფლობა (ინგლისური, რუსული);
  • კარგი არითმეტიკული უნარები;
  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, გამართული მეტყველებისა და მოსმენის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პრეზენტაბელური, ენერგიული, კეთილგანწყობილი, ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.

ელ.ფოსტა: [email protected] 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

შეუერთდით 19,360 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: