იპოვე უკეთესი სამსახური

პრისელერი

  • მდებარეობა: თბილისი, ქუთაისი
  • გამოქვეყნდა 2115 დღის წინ / 6 ივლ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2085 დღის წინ / 4 აგვ. 2018

სადისტრიბუციო კომპანია ბეიბი ლაინ-ის პროფილს წარმოადგენს ბავშვთა მოვლისა და ჰიგიენის საგნების იმპორტი და დისტრიბუცია საქართველოს ტერიტორიაზე. იმპორტული პროდუქციის  მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი ფასის გამო, კომპანია უკვე 11 წელია ინარჩუნებს წამყვან პოზიციას ამ სფეროში.

სადისტრიბუციო კომპანია ბეიბი ლაინი აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე თბილისსა და ქუთაისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ათვისებული სადისტრიბუციო ქსელის შემოვლა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით;
  • არსებული ქსელის უზრუნველყოფა პროდუქციით და პოტენციურ კლიენტთა მოძიება/ინფორმირება;
  • სიახლეების, აქციებისა და  სხვა აქტივობების შეთავაზება არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის;
  • შეკვეთების აღება და პროგრამული ასახვა;
  • პროდუქციის განლაგება თაროზე განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად;
  • გაყიდვების მასტიმულირებელი ღონისძიებების განხორციელება;
  • საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, სალარო ოპერაციების განხორციელება;

მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • საკუთარი ავტომობილის ფლობა (უპირატესობად ჩაითვლება);

პირობები:

  • ანაზღაურება:  ფიქსირებული + ბონუს სისტემა;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ადგილმდებარეობა: თბილისი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: [email protected]  და გთხოვთ, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პრისელერი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 4 აგვისტომდე.

შპს „ბეიბი ლაინი“ გისურვებთ წარმატებას!

შეუერთდით 19,360 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: