იპოვე უკეთესი სამსახური

პროგრამისტი - Java, Web, PHP, Android, iOS

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2375 დღის წინ / 17 ოქტ. 2017
    ბოლო ვადა გავიდა 2315 დღის წინ / 15 დეკ. 2017

"აზრი" არის ლიდერი კომპანია მაღალ-ტექნოლოგიური პროგრამული და აპარატურული (Software/Hardware) პროექტების დეველოპმენტის დარგში. კომპანია ამუშავებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს ფინანსური, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორებისთვის.

ვეძებთ როგორც დამწყებ ასევე გამოცდილ პროგრამისტებს.

გამოგზავნეთ CV თუ ქვედა პოზიციებიდან რომელიმეთი დაინტერესდით:

  • Java Software Developer - ხართ Java EE პროგრამისტი;
  • PHP/Web Developer - ხართ Web Developer-ი, იცით PHP და გაინტერესებთ Java EE-ს კუთხით განვითარება;
  • Mobile Developer (Android/IOS) - ხართ Mobile Developer-ი და გაინტერესებთ Java EE-ს კუთხით განვითარება;
  • Java Software Development Intern - ხართ სტუდენტი ან დამწყები პროგრამისტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სურვილი მუშაობა დაიწყოს და განვითარდეს.

სასურველი კვალიფიკაცია პოზიციის მიხედვით:

  • ტექნიკური განათლება, სტუდენტების შემთხვევაში სასურველია იყოთ მინიმუმ მე-3 კურსზე;
  • Java EE (JPA, CDI, EJB, JMS, JAX-WS, JAX-RS…), Maven, Git;
  • PHP, HTML, JS, CSS, Drupal, Laravel, Git;
  • Android and/or IOS, Git;
  • საბაზისო ცოდნა რომელიმე ჩამოთვლილი ტექნოლოგიებიდან;
  • Java Software Developer-ად ჩამოყალიბების დიდი სურვილი;
  • ყველანაირი კვალიფიკაცია რაც ახლოს არის ზემოთ ჩამოთვლილ ტექნოლოგიებთან ჩაითვლება პლუსად.

რას გთავაზობთ:

  • კომფორტული ოფისს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ანაზღაურებას კვალიფიკაციის მიხედვით;
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
  • თვითგანვითარებისთვის და თვითრეალიზაციისთვის საუკეთესო პირობებს;
  • საინტერესო კომპლექსურ პროექტებზე მუშაობას.

გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00.

გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV მისამართზე [email protected] და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრების დროს შეგატყობინებთ CV-ს გამოგზავნიდან უმოკლედ ვადაში. დაგიკავშირდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ჩვენს მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ.
 

შეუერთდით 19,352 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: